DHL X TBC

სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს

გაუგზავნე ოჯახის წევრებს საზღვარგარეთ საახალწლო საჩუქარი. გადმოწერე გამარტივებული ფორმა გამგზავნის და მიმღების დეტალების შესახებ, შეავსე და მოდი ჩვენს ფილიალებში მომზადებული საჩუქართან ერთად, ამით ნაკლებ დროს გაატარებ რიგში.

DHL-ის მომსახურების წესები და პირობები

“DHL საქართველოს” და “თიბისი” ბანკის ერთობლივი სააქციო შეთავაზება და აქციით სარგებლობისთვის გასათვალისწინებელი აუცილებელი პირობები:
აქციის ფარგლებში 2025 წლის 10 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით „DHL“ სპეც. ტარიფით უზრუნველყოფს ამანათების ექსპრეს საჰაერო გადაზიდვას საქართველოდან შემდეგი მიმართულებით: აშშ, კანადა, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, პოლონეთი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, შვეიცარია, ისრაელი, ესპანეთი, ირლანდია, კვიპროსი, შვედეთი, პორტუგალია, აზერბაიჯანი. სპეც. ტარიფი შეადგენს 160* ლარს. იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:
1.1. აქციის ფარგლებში ნებისმიერი გზავნილის გაგზავნა იქნება შესაძლებელი, გარდა დოკუმენტაციისა და წინამდებარე მომსახურების წესებსა და პირობებში გათვალისწინებული გამონაკლისებისა. აუცილებელი პირობაა, რომ გზავნილის, როგორც მოცულობითი, ისე ფაქტობრივი წონა იყოს 5 კილოგრამამდე. წინამდებარე მომსახურების მიზნებისთვის მოცულობითი წონის ფორმულა: 1 კუბური მეტრი=200კგ, გამოითვლება შემდეგი წესით: სიგრძესიგანესიმაღლე (სმ.)/5000;
1.2. სააქციო თემატიკის გათვალისწინებით, გზავნილის როგორც გამგზავნი , ისე მიმღები უნდა იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი;
1.3. გზავნილის გაგზავნა უნდა მოხდეს „DHL- საქართველოს“ ფიზიკური ფილიალებიდან.
1.4. ამანათის ტრანსპორტირების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ახალი თიბისი ბარათით (უფასო, კონცეპტ ან კონცეპტ 360) მხოლოდ თიბისი ბანკის ტერმინალზე’
სპეც. ტარიფი ვრცელდება DHL-ის მომსახურების სტანდარტულ დაფარვის ზონებზე.
გზავნილის მიმღებ ქვეყანაში ჩასვლის ვადები:
გზავნილის მიმღებ ქვეყანაში ჩასვლის ვადა საშუალოდ შეადგენს 3-4 სამუშაო დღეს. მითითებული ვადა წარმოადგენს პრაქტიკიდან გამომდინარე საშუალო სატრანზიტო დროს და არცერთ შემთხვევაში, დამატებითი შეთანხმების არსებობის გარდა, არ წარმოადგენს გადაზიდვისათვის დათქმულ სატრანზიტო ვადას, მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე. მომსახურების ხორციელდება სამუშაო დღეების სამუშაო დროის განმავლობაში.
DHL Service Terms and Conditions
Joint Promotional Offer by DHL Georgia and TBC Bank and the Mandatory Conditions for Participation:
As part of this promotional campaign, from December 10 to December 25, 2025 DHL will provide air express shipping services from Georgia at a special promotional rate to the following destinations: United States, Canada, Italy, Germany, Greece, Turkey, United Kingdom, France, Poland, Austria, Belgium, Netherlands, Lithuania, Latvia, Estonia, Switzerland, Israel, Spain, Ireland, Cyprus, Sweden, Portugal, and Azerbaijan.The special promotional rate is 160 GEL
.
To be eligible for this offer, customers must meet the following requirements:
1.1.Within the scope of the promotion, any type of shipment may be sent, except for documents and other exclusions defined in these Terms and Conditions.
Both the volumetric and actual weight of the shipment must be up to 5 kilograms.
For the purposes of this service, the volumetric weight shall be calculated as follows:
1 cubic meter = 200 kg, using the formula:Length × Width × Height (cm) / 5000.
1.2. In line with the promotional framework, both the shipper and the consignee must be natural persons.
1.3. Shipments must be sent from DHL Georgia’s physical branchs.
1.4. The transportation fee must be paid using a new TBC card (Free, Concept, or Concept 360), only via a TBC Bank payment terminal.
*The special promotional rate applies solely to DHL’s standard service coverage zones.
Estimated Delivery Timeframes:
The estimated arrival time of the shipment in the destination country is 3–4 business days.
This timeframe reflects the average transit period based on operational experience and, unless otherwise expressly agreed, shall not be considered a guaranteed transit time, as actual delivery times may vary due to multiple factors.
All services are rendered during standard business hours on business days.

გადაზიდვისთვის დაუშვებელი ნივთები:

• მალფუჭებადი პროდუქტები(როგორიციაა ყველი, მჭადის ფქვილი, თხილეულობა, ტყემლის საწებელი და სხვა).
• ცოცხალი ცხოველები;
• (მათ შორის ძუძუმწოვრები, რეპტილიები, თევზები, უხერხემლო ცხოველები, ამფიბიები და ჩიტები)
• ადამიანის ნეშტი ან ფერფლი;
• მაღალი სინჯის ძვირფასი ლითონები (ნებისმიერი ძვირფასი ლითონი, მათ შორის, ოქრო ან ვერცხლი დიდი რაოდენობით, მაგალითად ოქროს ზოდები ან ჩამოსხმული ფილები);
• ნაღდი ფული(მათ შორის, ბანკნოტები, ფულადი ნიშნები და მონეტები);
• ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები (დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაპრიალებული ან გაუპრიალებელი);
• ცეცხლსასროლი იარაღი ან აღჭურვილობა, ასაფეთქებელი იარაღი ან მოწყობილობის კომპლექტი;
• თამბაქოს ნაწარმი;
• (შენიშვნა: აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების ტრანსპორტირებაც);
• უკანონო საქონელი და სპილოს ძვალი;
• ნებისმიერი საქონელის ტრანსპორტირება, რაც საერთაშორისო კანონის მიხედვით ითვლება უკანონოდ(აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს ისეთ ნივთებს, რომლის აკრძალვაც ქვეყნის მიხედვით განისაზღვრება (მაგალითად, ალკოჰოლის ან პორნოგრაფიის შემოტანა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში));
• გაყალბებული ნივთები, სპილოს ძვალი და ნარკოტიკული საშუალებები (მათ შორის: ჰეროინი, კოკაინი და სხვა.)
ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელზეც დაწესებულია აკრძალვა ან/და შეზღუდვა „DHL“-ის რომელიმე სადგურის მიერ;
შენიშვნა: თუ გზავნილში მოთავსებულია ელემენტის მქონე მოწყობილობა, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაციის გავლა გაგზავნამდე. თითო გზავნილში ელემენტების ჯამური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 2ცალს და თითო ელემენტის სიმძლავრე არ უნდა აჭარბებდეს 100Wh (Watt Hour)-ს,
ასევე, ტვირთის შიგთავი არ უნდა შეიცავდეს ნივთიერებას შემდეგი თვისებებით:
1. ფეთქებადი;
2. აირი;
3. აალებადი სითხე.
4. აალებადი მყარი ნივთიერება;
5. ჟანგვის აგენტი;
6. ინფექციური ნივთიერება;
7. რადიოაქტიული ნივთიერება;
8. კოროზიული ნივთიერება;
9. მხოლოდ ელემენტები, “powerbank”;
საჭიროების შემთხვევაში, „DHL“- უფლებამოსილია განახორციელოს გზავნილის ინსპექტირება.Prohibited Items for Carriage:
• Perishable goods (such as cheese, corn flour, nuts, tkemali sauce, etc);
• Live animals
(including mammals, reptiles, fish, invertebrates, amphibians, and birds);
• Human body or ashes;
• High-purity precious metals (any precious metal, including gold or silver in substantial quantities—for example, gold bars);
• Cash
(including banknotes, currency notes, and coins);
• Precious and semi-precious stones (processed or unprocessed, polished or unpolished);
• Firearms or related equipment, explosive weapons, or device components; (Note: transportation of firearm parts is also prohibited.)
• Tobacco products;
• Illegal goods and ivory;
• Any goods considered illegal under international law (this may include items prohibited on a per-country basis, such as alcohol or pornography in certain jurisdictions);
• Counterfeit items, ivory, and narcotic substances
(including heroin, cocaine, and others);
• Any other item prohibited or restricted by any DHL facility.
Note: If the shipment contains a device with a battery, prior consultation is required before sending. Each shipment may contain no more than 2 batteries in total, and the capacity of each battery must not exceed 100 Wh (Watt-Hour).
Additionally, the shipment must not contain substances with any of the following characteristics:
1. Explosive
2. Gas
3. Flammable liquid
4. Flammable solid
5. Oxidizing agent
6. Infectious substance
7. Radioactive substance
8. Corrosive substance
9. Spare batteries, powerbanks
If deemed necessary, DHL reserves the right to inspect the shipment.

გზავნილის გაგზავნისა და ჩაბარების წესები:

გზავნილის ჩაბარება დანიშნულების ადგილზე განხორციელდება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე, ამასთან, „DHL“-ს არ აქვს ვალდებულება, რომ გზავნილი უშუალოდ საკონტაქტო პირს ჩააბაროს;
გადაზიდვის ორგანიზების უშუალო დაწყებამდე დამკვეთი ვალდებულია „DHL“-ს სრულად და ამომწურავად მიაწოდოს გზავნილის თანმხლები ყველა სავალდებულო და აუცილებელი დოკუმენტაცია და მონაცემები, მათ შორის:
1. კომერციული ინვოისი და საჭიროების შემთხვევაში, გზავნილის გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია;
2. გადაზიდვის საწყისი და საბოლოო დანიშნულების პუნქტი, მიმღებისა და გამგზავნის სრული საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის ზუსტი მისამართი, საფოსტო ინდექსი, საკონტაქტო პირი და საკონტაქტოდ აქტიური ადგილობრივი ტელეფონის ნომერი ან/და ელ-ფოსტის მისამართი;
3. გზავნილის ზუსტი და დეტალური აღწერილობა (წონა ბრუტო და ნეტო, მახასიათებლები, გაბარიტები;
დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს გზავნილის ჯეროვანი მზაობა, რაც გულისხმობს სათანადო შეფუთვას და მარკირებას, ან შესაბამის შემთხვევაში, დაუკვეთოს შეფუთვა „DHL“-ს, ვინაიდან „DHL“ პასუხს არ აგებს დამკვეთის მიერ ტვირთის არასათანადოდ შეფუთვით გამოწვეულ დაზიანებაზე;
იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის შიგთავსის ღირებულება აღემატება 300 ლარს, მომხმარებელი ვალდებულია, ამის შესახებ, შეატყობინოს „DHL“-ს წინასწარ(მათ შორის, წარმოადგინოს გზავნილის შიგთავსის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი), გადაზიდვის დაწყებამდე და მიიღოს კონსულტაცია ასეთი გზავნილის გადაზიდვასთან დაკავშირებით;
დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს გზავნილის თანმხლები ყველა სახის დოკუმენტაციის წინასწარი შემოწმება/სისწორე და განსაზღვროს აუცილებელი ეგზემპლარების რაოდენობა.
საბაჟო ფორმალობები:
დამკვეთი ვალდებულია დროულად და ჯეროვნად უზრუნველყოს გზავნილის საბაჟო გაფორმება (მათ შორის, გააფრთხილოს გზავნილის მიმღები საჭიროების შემთხვევებში საბაჟო გაფორმების აუცილებლობის თაობაზე მიმღებ ქვეყანაში) , დაუყოვნებლივ შეატყობინოს „DHL“-ს საბაჟო გაფორმების დასრულების შესახებ და გადასცეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
მხარეთა პასუხისმგებლობა:
იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის მიერ მოწოდებულ ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში, გათვალისწინებული ინფორმაცია ტვირთთან შეუსაბამო აღმოჩნდება, რის გამოც, მისი გადაზიდვისას, შენახვისას ან/და დამუშავებისას, ფაქტობრივად, წარმოიშვება დამატებითი დანახარჯები, დამკვეთი ვალდებულია „DHL“-ს სრულად და ჯეროვნად აუნაზღაუროს ამით მიყენებული ყველა შესაძლო ზიანი, დამატებითი ხარჯი, თუ ჯარიმა, როგორიც არის ტვირთის შესაბამის ტერმინალზე იძულებითი შენახვა, ტვირთის შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმში იძულებითი შენახვა, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანიზაციების მიერ დაკისრებული სანქციები ან/და შესაბამის შემთხვევაში, ტვირთის განადგურებისა და სხვა მსგავსი ხარჯები;
მხარეთა პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ განისაზღვრება საერთაშორისო კონვენციებით/წესებითა(მაგ: ვარშავის, მონრეალის და DGR-ის კონვენციები, IATA-ს და ICAO-ს უნიფიცირებული წესები) და წინამდებარე მომსახურების წესებით და პირობებით დადგენილ ფარგლებში.
Shipment Sending and Delivery Rules:Shipment will be delivered to the address specified by the customer. DHL is under no obligation to deliver the shipment directly to a specific contact person at the destination.
Prior to arranging transportation, the customer must provide DHL with all necessary documentation and information regarding the shipment completely and accurately, including but not limited to:
1. Commercial invoice and, if applicable, any additional documents required for transportation;
2. Carriage Origin and destination details, full contact information of the sender and the recipient, including precise address, postal code, contact person, and an active local phone number and/or email address;
3. Detailed description of the shipment, including gross and net weight, characteristics, and dimensions.
The customer is responsible for ensuring that the shipment is properly prepared, including adequate packaging and labeling, or, where necessary, for requesting packaging services from DHL. DHL accepts no liability for any damage resulting from inadequate packaging arranged by the customer;
If the declared value of a shipment’s contents exceeds 300 GEL, the customer must notify DHL in advance, including providing documentation verifying the shipment’s value, and obtain prior consultation from DHL regarding the carriage of the shipment before dispatch;
The customer must ensure the accuracy of all shipment documentation and determine, in advance, the required number of copies.
Customs Formalities:
The customer is responsible for ensuring the timely and proper customs clearance of the shipment, including notifying the recipient in the destination country if customs clearance is required.The customer must immediately inform DHL upon completion of customs formalities and provide all relevant documentation.
Liabilities of the Parties:
If the information provided in the cargo documentation does not correspond to the contents of the cargo, resulting in additional costs during transportation, storage, and/or handling, the customer shall fully indemnify DHL for all resulting damages, additional expenses, or penalties. This includes, but is not limited to:mandatory storage at the relevant terminal, mandatory storage under required temperature regimes, penalties imposed by customs or other regulatory authorities and/or destruction of the shipment and other similar costs;
The liability of the parties towards each other shall be governed within the framework of applicable international conventions/regulations ( e.g., Warsaw and Montreal Conventions, DGR regulations, and the uniform rules of IATA and ICAO), as well as the provisions set forth in these Terms and Conditions.

------------- კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 2 69 60 60 ან მოგვწერეთ [email protected] -----------------


© All rights reserved.